თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551 24 52 94 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ქალაქ თეთრიწყაროში „ციყვების პარკის“ რეაბილიტაცია დაიწყო
25 მაი 2016
 

ქალაქ თეთრიწყაროში თამარ მეფის ქუჩაზე არსებული „ციყვების პარკის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტით გათვალისწინებულია პარკში არსებული ინფრასტრუქტურის განახლება, დამატებით მოეწყობა სპორტული და საბავშვო ატრაქციონები, გათვალისწინებულია სველი წერტილების, საფეხმავლო ბილიკების, ბორდიურების მოწყობა, არსებული განათების შეცვლა და პარკის ტერიტორიის შემოღობვა.

აღნიშნულ პარკში გაშენებულია უნიკალური მრავალწლოვანი ნარგავები, სუფთა ჰაერი კი განტვირთვის და დასვენებისათვის იდეალურ პირობებს ქმნის. პარკი წარმოადგენს სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების განხორციელების, დამსვენებლების და ახალგაზრდების თავშეყრის ადგილს. 
პარკში არსებული ინფრასტრუქტურა სრულ განახლებას საჭიროებდა, მწყობრიდან გამოსული განათება, ატრაქციონები, დაზიანებულია სკამები, მოუწესრიგებელი ბილიკები, ჩამოშლილი კიბეები - ასე გამოიყურებოდა თეთრიწყაროს კულტურისა და დასვენების პარკი, ხოლო იქ არსებულ მწვანე ნარგავები შინაური ცხოველების მიერ ნადგურდებოდა ვინაიდან პარკის ტერიტორია არ იყო იზოლირებული. 
რეაბილიტაციის შემდგომ, ზაფხულის სეზონზე პარკი განახლებული შეხვდება დამსვენებელს, სადაც ვიზიტორები შეძლებენ დასვენებას და დროის სასიამოვნოდ გატარებას.
2015 წელს მუნიციპალიტეტის გამგეობამ შეიმუშავა რეაბილიტაციის პროექტი, რომლის განხორციელებაც 2016 წლის 18 მაისს დაიწყო, სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის 17 ივლისს არის გათვალისწინებული, პროექტის ბიუჯეტი ხელშეკრულებით 86019.57 ლარს შეადგენს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4796
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1189
იან 14 კვ 2024
1755
იან 07 შბ 2023
4084
ოქტ 24 ორშ 2022
3564
 

    2024 ნოემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    252627282930
     
    სიახლეები