თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

შეხვედრა 2016 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან დაკავშირებით
24 თებ 2016
 

23 თებერვალს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში შედგა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ:თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები გიორგი ცინცაძე, ნინო გიგუაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ - გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი გიორგი ხომერიკი, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები და ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლები.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა 2016 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და სიახლეების გაცნობა. გამგებლის წარმომადგენლებმა მიიღეს კონკრეტული რეკომენდაციები პროგრამის განხორცილების პირობებთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4თებერვლის N 54 დადგენილების შესაბამისად 2016 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის 50 000 000 ლარი გამოიყო, აქედან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისთვის განისაზღვრა 705 099 ლარი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო თითოეული მუნიციპალიტეტისათვის გამოსაყოფი თანხის გაანგარიშებას ახორციელებს სსიპ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან, მოსახლეობის რაოდენობის თაობაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. პროგრამით გამოყოფილი თანხა უნდა მოხმარდეს ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობას, რეაბილიტაციას ან კეთილმოწყობას, საერთო სარგებლობის შენობების აღჭურვას ან გრძელვადიანი სარგებლობის ტექნიკის შესყიდვა-აღჭურვას თვითმმართველობის უფლებამოსილების გათვალისწინებით. დასახლებებში განსახორციელებელი პროექტების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდება მოსახლეობასთან შეხვედრაზე ან დასახლებათა საერთო კრებაზე, რაც აისახება შესაბამის კრების ოქმში. მოსახლეობასთან შეხვედრის გამართვას ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი ან სხვა უფლებამოსილი პირი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3401
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1368
იან 14 კვ 2024
1903
იან 07 შბ 2023
4232
ოქტ 24 ორშ 2022
3683
 

    2024 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები