გაზქურა, სარეცხის მანქანა, მაცივარი, სოფლის მეურნეობის პროდუქტები, გადაეცა ქვემო ქართლის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ 8 ოჯახს.
აქცია განხორციელდა „სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვებზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში“. ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, როდესაც თეთრიწყაროში მცხოვრებ ხელმოკლე ოჯახები სახელმწიფო დახმარებას იღებენ.
2016 წლის 11 მარტს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ქვემო ქართლის სამხარეო ცენტრის თეთრიწყაროს რაიონულმა განყოფილებამ (თამაზ ელიაური), თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თანადგომით. საყოფაცხოვრებო ტექნიკა და პროდუქტები პირადად გადასცა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ წიკლაურმა.