1 აპრილს პოლონეთის ქალაქ ბიდგოსში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე კარატეში, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ოქროს მედალი თეთრიწყაროს კარატეს კლუბი "ალგეთი"-ს სპორტსმენმა ნიკა წიკლაურმა მოუტანა, 8-9 წლებში 35 კგ წონაში.
გამარჯვებული სპორტსმენები და მწვრთნელი ვასო მაღლაკელიძე ხვალ 3 აპრილს დაბრუნდებიან საქართველოში.
ვულოცავთ ნიკას და წარმატებებს ვუსურვებთ!