2016 წლის 6 აპრილს „საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016“-ის ფარგლებში კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა ფესტივალის II ტურის პირველი კონცერტი.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს ფესტივალზე წარმოადგენდნენ ანსამბლები: „დიდგორი“ (ხელმძღვანელი ჯოტო არღვლიანი, სოფელი დიდგორი), მანუკოვების საოჯახო ანსამბლი(ქალაქი თეთრიწყარო), ასევე სახალხო მთქმელები მაია ღოღაძე (სოფელი დიდი თონეთი), ზაქრო გიგაური (ქალაქი თეთრიწყარო) და რევაზ წიკლაური (დაბა მანგლისი).
ფესტივალი მოიცავს ხალხურ სიმღერასა და ცეკვას, საკრავიერ მუსიკას, ტრადიციულ საეკლესიო გალობას, ზეპირსიტყვიერებას, სახვით და გამოყენებით ხელოვნებას.მასში მონაწილეობს საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნოსი და ეთნიკური ჯგუფი.
„ საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ტარდება.
ფესტივალის ლაურეატებს გამოავლენს კომპეტენტურ ჟიური. გამარჯვებულებს გადაეცემათ დიპლომები, პრიზები და ფულადი პრემიები. გამოიცემა DVD ალბომი- „საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016“ და ლაურეატთა ბუკლეტები.