თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551 24 52 94 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ეკომიგრანტ ოჯახებს საცხოვრებელი სახლები საკუთრებაში გადაეცემათ
11 აპრ 2016
 

2015 წლის 18 მაისის N996 მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მოახდინა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული (სამინისტროს ბალანსზე რიცხული), სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი სახლებისა და მათთან ერთად შესყიდული მიწის ნაკვეთების აზომვითი ნახაზების მომზადება, შემდგომში ეკომიგრანტი ოჯახებისათვის საკუთრებაში გადაცემის მიზნით.

ამავე პროექტის ფარგლებში მოხდა ზემოაღნიშნულ საცხოვრებელ სახლებში განსახლებული ოჯახების აღწერა/პროფაილინი, რაც ადგილზე (სოფლებში) განხორციელდა მუნიციპალიტეტის გამგეობის  წარმომადგენლებთან ერთად.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის N 384 განკარგულების შესაბამისად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ  73 ეკომიგრანტ ოჯახს  საცხოვრებელი სახლი და მასთან ერთად  შესყიდული მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცემათ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 (ერთი) ლარად, ხოლო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას უზრუნველყოფს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.
მიმდინარე წლის 25 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით, სამინისტროს წარმომადგენლების მიერ მოხდება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 73 ეკომიგრანტ ოჯახთან. მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ წიკლაურის გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროცედურის უზრუნველყოფის მიზნით, გამგეობის შენობაში გამოიყოფა სპეციალური ფართი.
გთხოვთ, გამოცხადდეთ მითითებულ დროს  გამგეობის შენობაში ნასყიდობის ხელშეკრულებაზე და მიღება - ჩაბარების აქტებზე ხელმოსაწერად (მის: ქ. თეთრიწყარო, თამარ მეფის 34).
დამატებით გაცნობებთ, რომ, თუ დანართში მითითებული პირები (ოჯახები) ვერ შეძლებენ გამგეობაში გამოცხადებას, ოჯახები ვალდებულები იქნებიან მიბრძანდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში (მის. ქ. თბილისი, თამარაშვილის 15 ა) მიმდინარე წლის 7 ივნისამდე.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3581
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1173
იან 14 კვ 2024
1737
იან 07 შბ 2023
4067
ოქტ 24 ორშ 2022
3547
 

    2024 ნოემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    252627282930
     
    სიახლეები