სოფელ ასურეთში წყალსაცავის რეაბილიტაციის წინასაპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. ასურეთის წყალსაცავის ძირითადი დანიშნულებაა მდინარე ასურეთისხევის წყალმოვარდნების და წყალდიდობების დროს მდინარის ჩამონადენის წყალსაცავში დარეგულირება (0,95 მლნ. კბმ.) და მიმდებარედ არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობების წყალუზრუნველყოფა.
ამჟამად ასურეთის წყალსაცავის წყალსატარი ტრაქტის ნაგებობები და მექანიკური მოწყობილობები სხვადასხვა ხარისხით დაზიანებულია და წყალსაცავი ვერ ასრულებს თავის ძირითად ფუნქციას, ხოლო რაც შეეხება სარწყავ სისტემას, იგი ფაქტიურად აღარ არსებობს.
ასურეთის წყალსაცავის და სარწყავი სისტემის აღდგენა-რეაბილიტაციის შემდეგ აღდგება წყალსაცავის ფუნქციონირება რაც უზრუნველყოფს მიმდებარედ არსებული სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების წყალუზრუნველყოფას.
სამუშაოებს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შ.პ.ს. „საქართველოს მელიორაცია’’.
სიახლეები
ასურეთის წყალსაცავის რეაბილიტაციის წინასაპროექტო სამუშაოები
13 ოქტ 2016
მნახველთა რაოდენობა: 5529
სიახლეები
სექ 20 პარ 2024
811
სექ 04 ოთხ 2024
253
სექ 02 ორშ 2024
935
აგვ 06 სამ 2024
1186
აგვ 02 პარ 2024
1053
აგვ 02 პარ 2024
237