საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ ერეკლე კუხიანიძემ სოფელ ასურეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.
ასურეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში სამუშაოები მიმდინარეობს 9 აპრილის ქუჩაზე: 1, 2 კმ სიგრძის გზის მონაკვეთზე ხორციელდება 2 ფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის, სანიაღვრეების, რკინა-ბეტონის კიუვეტების და ეზოში შესასვლელების მოწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს შვაბების ქუჩის 1.1 კილომეტრიან მონაკვეთზეც, პროექტით გათვალისწინებულია ქვაფენილიანი საფარის, სანიაღვრეებისა და საკანალიზაციო სისტემების, ქუჩის განათებისა და ღობეების მოწყობა. ამასთანავე, საპროექტო სამუშაოები ხორციელდება ასურეთში მდებარე მე-19 საუკუნის გერმანული მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულების ეკლესიის, 3 საცხოვრებელი სახლის და გერმანული სასაფლაოს სარესტავრაციოდ.
ასურეთის რეაბილიტაციის პროექტი მიზნად ისახავს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში, გერმანელთა ყოფის ისტორიული მემკვიდრეობის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის და სამეურნეო ტრადიციების აღდგენის გზით, გერმანული სოფლის იდენტური ეკონომიკური განვითარების მოდელის შექმნას. ამასთანავე, ტურიზმის და მცირე ბიზნესის განვითარებას ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის გზით (ლუდის და რძის პროდუქტების წარმოება). პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია თეთრიწყაროს და ზოგადად რეგიონის პოპულარიზაციისათვის. დასახლების გეოგრაფიული მდებარეობა, სიახლოვე დედაქალაქთან იძლევა იმის პირობას, რომ აქ განვითარდეს ბიზნესსექტორი და ტურიზმის სხვადასხვა სახეობები.
ასურეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტის შემუშავება მოხდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ წიკლაურის ინიციატივით და მოწონებულ იქნა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური საბჭოს და ევროპის საბჭოს მიერ. პროექტს საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
სიახლეები
ნოდარ ჯავახიშვილის ვიზიტი სოფელ ასურეთში
13 ოქტ 2016
მნახველთა რაოდენობა: 4017
სიახლეები
სექ 20 პარ 2024
596
სექ 02 ორშ 2024
756
აგვ 06 სამ 2024
967
ივლ 29 ორშ 2024
1168