სოფელ სამღერეთში სასმელი წყლის ჭაბურღილის და ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 69 451 ლარს შეადგენს, სამუშაოები დაიწყო მიმდინარე წლის 5 სექტემბერს და დასრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 30 ოქტომბერს.
სოფელ სამღერეთში 2015 წელს სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს მთავრობის № 1211 განკარგულებით გამოყოფილი თანხით განხორციელდა სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები, ხოლო სოფლის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით 2016 წელს დამატებით მოეწყობა მეორე ჭაბურღილი.
პროექტის განხორციელების შედეგად გაუმჯობესებული წყალმომარაგებით ისარგებლებს 385 ბენეფიციარი.
სიახლეები
სამღერეთში სასმელი წყლის ჭაბურღილის და ქსელის მოწყობის სამუშაოები
20 ოქტ 2016
მნახველთა რაოდენობა: 3383
სიახლეები
სექ 20 პარ 2024
810
სექ 04 ოთხ 2024
251
სექ 02 ორშ 2024
934
აგვ 06 სამ 2024
1184
აგვ 02 პარ 2024
1052
აგვ 02 პარ 2024
237