25 ოქტომბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მოსულმა თოვლმა ელექტროგადამცემი ბოძების და ელექტროსადენების დაზიანება გამოიწვია, რის გამოც გასული დღე-ღამის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა ქ. თეთრიწყაროს და მუნიციპალიტეტის შემდეგ დასახლებებს: ასურეთის, ჯორჯიაშვილის, ჭივჭავის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებს, სოფელ ჩხივთის, დაღეთის, საშვილდის და თონეთის მოსახლეობას. მოსული ნალექის შედეგად წაიქცა ხეები, დაზიანდა გარე განათების სისტემა და 15-მდე გარე განათების ბოძი.
შ.პ.ს "თეთრიწყაროს კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის" მიერ ინტენსიურად მიმდინარეობს ცენტრალურ გზებზე ტექნიკური მარილის დაყრა და გაწმენდითი სამუშაოები. ამ დროისათვის საავტომობილო გზებზე გადაადგილება შეუფერხებლად მიმდინარეობს. სს ენერგო-პრო-ჯორჯია ელექტროგადამცემ ხაზებზე ინტენსიურად ახორციელებს აღდგენით სამუშაოებს. ელექტროენერგიის მიწოდება ქ. თეთრიწყაროს დღის ბოლომდე აღუდგება, ხოლო მუნიციპალიტეტის დასახლებები ეტაპობრივად ჩაირთვება.
სიახლეები
დიდთოვლობა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში
26 ოქტ 2016
მნახველთა რაოდენობა: 3376
სიახლეები
სექ 20 პარ 2024
810
სექ 04 ოთხ 2024
251
სექ 02 ორშ 2024
934
აგვ 06 სამ 2024
1186
აგვ 02 პარ 2024
1052
აგვ 02 პარ 2024
237