11 ნოემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური „სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოების პროექტის (SCPX) და აღნიშნული პროექტის მილსადენის მშენებლობის კონტრაქტორი კომპანიის, ერთობლივი საწარმო საიპემ–აზფენის (Saipem Azfen Joint Venture) სოციალური ჯგუფების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იყო პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების საკითხები. სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოების პროექტის ფარგლებში, ერთობლივი საწარმო საიპემ–აზფენი აწარმოებს მილსადენის მშენებლობას საქართველო–აზერბაიჯნის საზღვრიდან 62 კილომეტრის მანძილზე. მილსადენი სრულდება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის ტერიტორიაზე, სადაც, ამჟამად მიმდინარეობს მილსადენის ჩადების და დგუშის სადგურის მშენებლობის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში დასაქმებული იყო სოფელ ხაიშის და ქოთიშის ადგილობრივი მოსახლეობა. ამ ტაპზე პროექტი დასკვნით ფაზაშია.
სიახლეები
სექ 20 პარ 2024
810
სექ 04 ოთხ 2024
251
სექ 02 ორშ 2024
934
აგვ 06 სამ 2024
1184
აგვ 02 პარ 2024
1052
აგვ 02 პარ 2024
237