16 დეკემბერს „სამხარეო განვითარება მომავალი განვითარებისათვის“ ასოციაციის წარმომადგენლები თეთრიწყაროს მუნიციპლიტეტის გამგებელს ბესიკ წიკლაურს შეხვდნენ. სოფლისა და სოფლის მეურეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მეორე ფაზის ფარგლებში, 2016 წლის 15 ნოემბრიდან დაიწყო ახალი ოთხწლიანი პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ (პროექტის საერთო ბიუჯეტია: 2.4 მილიონი ევრო) და მიზნად ისახავს ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესების ხელშეწყობას. პროექტს ახორციელებს ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) - აგრო-ტექნოლოგიების ასოციაცია (ატა) და ლიტვის განვითარების ჯგუფების ქსელი (LLAGN).
შეხვედრაზე ასოციაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს პროექტის განხორციელების პროცესში თვითმმართველობის ჩართულობის მნიშვნელობაზე, განიხილეს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებები და შეთანხმდნენ სამომავლო შეხვედრების ფორმატზე. თეთრიწყაროს გამგებელმა ბესიკ წიკლაურმა წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მუნიციპალიტეტში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ და აღნიშნა, რომ თეთრიწყაროს ტურიზმის და სოფლის მეურნეობის განვითარების უდიდესი პოტენციალი გააჩნია, ხოლო ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობა მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი იქნება. შეხვედრის მონაწილე მხარეები შეთანხმდნენ პროექტის განხორციელების პროცესში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტსა და ასოციაციას შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე და პარტნიორობაზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური, პროექტის მენეჯერი - ნელი რევაზიშვილი (RDFG), გამგებლის მოადგილე გიორგი ქორიძე, სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის სამსახურის უფროსი ვალერიან სუხიტაშვილი.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების და კონკრეტული ღონისძიებების შესახებ მოსახლეობას ეტაპობრივად მიეწოდება ინფორმაცია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური გვერდის საშუალებით.
სიახლეები
ENPARD –ის ახალი პროექტი თეთრიწყაროში
16 ნოემ 2016
მნახველთა რაოდენობა: 3550
სიახლეები
სექ 20 პარ 2024
617
სექ 02 ორშ 2024
775
აგვ 06 სამ 2024
986
ივლ 29 ორშ 2024
1191