22 დეკემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში ევროკავშირის და დემოკრატიის ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული პროექტის „აჭარელი ეკომიგრანტი თემის გაძლიერება და პოლიტიკური დღის წესრიგში ინტეგრაციის ხელშეწყობა მუნიციპალურ დონეზე“ გაიმართა კვლევის დახურვა და პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია, რომელიც განხორციელდა თანამშრომლობის და განვითარების რეგიონალური ქსელის მეშვეობით.
პროექტის ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში კერძოდ ირაგაში, სამღერეთსა და წინწყაროში განხორციელდა კვლევა, რათა დეტალურად შესწავლილიყო ეკომიგრანტების საჭიროებები. შეხვედრის ფარგლებში შეჯამდა და განხილულ იქნა კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები და წარმოდგენილ იქნა პროექტის ერთიანი სარგებელი.აგრეთვე, იგეგმება კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მომავალი საპროექტო იდეების განხილვა და დაინტერესებული მხარეების ჩართვა მოცემული საკითხების ირგვლივ.
შეხვედრას ესწრებოდნენ : ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ერეკლე კუხიანიძე,გამგებლის მოადგილე ლია ზურებიანი,საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ მუხაშავრია,გამგეობის თანამშრომლები და პროექტის ფარგლებში ტრეინინგ-შეხვედრებში მონაწილე ბენეფიციარები.
სიახლეები
აჭარელი ეკომიგრანტების საჭიროებების კვლევა
22 დეკ 2016
მნახველთა რაოდენობა: 3357
სიახლეები
სექ 20 პარ 2024
617
სექ 02 ორშ 2024
775
აგვ 06 სამ 2024
986
ივლ 29 ორშ 2024
1191