თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ წიკლაურმა, სოფელ ასურეთში ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა და სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის 27 ივნისს დაიწყო და დასრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 2017 წლის 22 თებერვლამდე. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდგომ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის დაწესებულებაში 60 აღსაზრდელი შეძლებს სკოლამდელი განათლების მიღებას. პროექტით გათვალისწინებულია 600 კვ.მ მიწის ფართობზე ერთსართულიანი შენობის აშენება, რომელიც ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. ბავშვებისათვის მოეწყობა საბავშვო ატრაქციონები და გამწვანდება მიმდებარე ტერიტორია.სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს,,ორნამენტი’’ აწარმოებს. საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 366.762.50 ლარი.
სიახლეები
სექ 20 პარ 2024
617
სექ 02 ორშ 2024
775
აგვ 06 სამ 2024
986
ივლ 29 ორშ 2024
1191