თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური, საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები, სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის თავმჯდომარე ოლივერ რაისნერი და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები სოფელ ასურეთში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრის მიზანს ასურეთში მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება წარმოადგენდა. გამგებელმა ისაუბრა სოფელ ასურეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში, შვაბების ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ, სამეურნეო ტრადიციების აღდგენაზე, ტურიზმის და მცირე ბიზნესის განვითარებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს თეთრიწყაროს და ზოგადად რეგიონის პოპულარიზაციას. გამგებელმა ამომწურავი პასუხი გასცა შეხვედრაზე დასმულ შეკითხვებს და მოსახლეობას მოუწოდა სოფლისათვის სასიკეთო ცვლილებების განხორციელებაში აქტიური ჩართულობისაკენ.
2015 წელს თეთრიწყაროს გამგებლის ბესიკ წიკლაურის ინიციატივით, მომზადდა გერმანული სოფლის - ასურეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სოფლისთვის ძველი იერსახის დაბრუნებას.პროექტით გათვალისწინებულია 9 აპრილის და შვაბების ქუჩების რეაბილიტაცია, ტროტუარის მოწყობა, მესერების და შესასვლელი ჭიშკრების მონტაჟი, საკანალიზაციო სისტემის და სანიაღვრე კიუვეტების მოწყობა. აღნიშნული სამუშაოები მიმდინარეობს ასურეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში, რომლის განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2016 წელს დაიწყო. ამ ეტაპზე საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის კონტრაქტორ კომპანია „დაგი“ სოფელ ასურეთში შვაბების ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.პროექტის საერთო ღირებულება ხელშეკრულებით შეადგენს 3 957 000 (სამი მილიონ ცხრაასორმოცდაჩვიდმეტი ათას) ლარს.
სიახლეები
შეხვედრა ასურეთში ადგილობრივ მოსახლეობასთან
26 დეკ 2016
მნახველთა რაოდენობა: 3279
სიახლეები
სექ 20 პარ 2024
617
სექ 02 ორშ 2024
775
აგვ 06 სამ 2024
986
ივლ 29 ორშ 2024
1191