25 აპრილს ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტი „ცოცხალი წიგნები“-ს ფარგლებში, თანამედროვე ქართველი მწერლები და პოეტები: მარიამ წიკლაური, თორნიკე ჭელიძე, ლელა გაბური, ოთარ ჯირკვალიშვილი და ქეთევან შენგელია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ.
ავტორებმა მკითხველს წარუდგინეს საკუთარი შემოქმედება და ისაუბრეს თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე და მკითხველისთვის საინტერესო სხვადასხვა საკითხებზე. ღონისძიების ძირითადი ნაწილის დასრულების შემდგომ, გაგრძელდა დისკუსია დამსწრე საზოგადოებასთან მათთვის საინტერესო საკითხებზე. პროექტის ფარგლებში გამგეობის შენობაში გაიმართა თანამედროვე ქართველი მწერლების და პოეტების წიგნების გამოფენა - გაყიდვა.
პროექტი „ცოცხალი წიგნები“ -ს ძირითადი მიზანია ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებსა და ქალაქებში, საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებსა და დაწესებულებებში თანამედროვე ქართველი მწერლების სტუმრობისა და მკითხველთან შეხვედრის გზით. პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს დღიურების ტიპის ჩანაწერების კეთებას, რომელიც სამომავლოდ წიგნად გამოიცემა. პროექტს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს არასამეწარმეო გაერთიანება "პოეზიის მეგობართა კლუბი".