თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
განცხადებები

 

საგანმანათლებლო პროგრამით (“1+4 პროგრამა”) მოსარგებლე პირებისათვის ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამაზე განცხადების მიღება დაიწყო.
05 აგვ 2024
 

„ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით“ (“1+4 პროგრამა”) მოსარგებლე პირებისათვის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საჯარო უწყებებთან თანამშრომლობით სტაჟირების პროგრამაზე აცხადებს მიღებას. სტაჟირების პროგრამის მიზანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის საჯარო სამსახურის საქმიანობის სპეციფიკის გაცნობა, პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება და საბოლოო ჯამში, მათი ჩართულობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, სპეციალურად შექმნილი კომისია უზრუნველყოფს სტაჟიორების შერჩევას შეფასების დადგენილი კრიტერიუმებით. წარმატებული აპლიკანტები 4 თვის განმავლობაში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან სახელმწიფო უწყებებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში. 

სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სახელმწიფო უწყებების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://sites.google.com/view/oneplusfour/%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98?fbclid=IwY2xjawEdcPVleHRuA2FlbQIxMAABHaizsMZtjL2N5ybIIejjAI0bE53sLkoCP3P-grDGeg_okHKvHD7hIlcTJA_aem_tduTKUm5LNkAFjVNhcG2Vg

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმა, 8 აგვისტოს ჩათვლით შემდეგ ბმულზე: 

https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/87257?active=1&fbclid=IwY2xjawEdcLFleHRuA2FlbQIxMAABHdZHLtzgQoDD0ObwG3uI1OEIuSLyMmuawuQE9TvJti_PutKd-hZpxGdW0A_aem_BzodMyI4oqjWhs5XfkkkIg

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4694
 
 
 
განცხადებები
აგვ 17 კვ 2025
2344
ივლ 07 ორშ 2025
2223
 

2026 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები
ნოემ 27 ხუთ 2025
800