თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორის ველზე, სახალხო დღესასწაული „დიდგორობა 2025“ აღინიშნა.
ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები „დიდგორის ჯვრით” და უწყებრივი მედლებით დააჯილდოვა.
სახალხო დღესასწაულის ფარგლებში მოეწყო საგამოფენო და ბავშვთა გასართობი სივრცეები, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი კულტურული მემკვიდრეობის, სახალხო რეწვის, სიმღერისა და ცეკვის ნიმუშები წარმოადგინეს. ასევე, მოეწყო ქართული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი წვრთნა და სხვადასხვა სპორტული აქტივობა.
სახალხო დღესასწაულს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად მისი პირველი მოადგილე ილია ჯალაღანია, მოადგილეები- ნიკა კობახიძე და გიგა ნამიჭეიშვილი პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა











































































