თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სოფელ კოდაში მცხროვრებ დედ-მამით ობოლ ბავშვებს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების ამანათები გადაეცათ
04 დეკ 2020
 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ, სოფელ კოდაში მცხროვრებ დედ-მამით ობოლ ბავშვებს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების ამანათები გადასცეს.

აღნიშნულ სოციალურ დახმარებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის მხარდაჭერით ახორციელებს, რომელსაც რეგიონში მცხოვრები დედ-მამით ობოლო ბავშვები მიიღებენ. ასევე დარიგდება ბროშურები, სადაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებები და კოვიდ 19-ის პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები, მათთვის გასაგებ ენაზე იქნება დატანილი.

აღნიშნული პროექტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG), „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) მხარდაჭერით ხორციელდება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 6137
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ოქტ 29 ხუთ 2026
1205
ივლ 02 ხუთ 2026
3922
იან 00
4601
 

2026 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
 
სიახლეები
ოქტ 29 ხუთ 2026
1205