თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეული-თეთრიწყარო-წალკის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
08 დეკ 2020
 

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მარნეული-თეთრიწყარო-წალკის საავტომობილო გზის 8 კილომეტრიანი (ხაიში-წინწყარო) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ადგილობრივ გზებთან მიერთებები, ეზოებში შესასვლელები და მოსაცდელი პუნქტები.

მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, განხორციელდება გზის სავალი ნაწილის მონიშვნა და საგზაო ნიშნების განთავსება.

სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით  შპს „ქცია“ ახორციელებს.

პროექტის ჯამური ღირებულება ხელშეკრულების მიხედვით 3 998 376 ლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ  პროექტის განხორციელების შედეგად უსაფრთხო და   კომფორტული გადაადგილების პირობებით ისარგებლებს მიმდებარე სოფლების:მაწევანი, გოლთეთი, წინწყარო, ქოსალარი, დიდი დურნუკი, პატარა დურნუკისა და ხაიშის  მოსახლეობა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 6364
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ოქტ 29 ხუთ 2026
1205
ივლ 02 ხუთ 2026
3922
იან 00
4601
 

2026 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
 
სიახლეები
ოქტ 29 ხუთ 2026
1205