თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ხელმძღვანელმა პირებმა ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს
28 ოქტ 2015
 

მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის პირველმა მოადგილემ კახაბერ გუგეშაშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ - გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა გიორგი ხომერიკმა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ წიკლაურმა, გამგებლის პირველმა მოადგილემ ერეკლე კუხიანიძემ სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ქ. თეთრწყაროში მიმდინარე და განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს.

დაათვალიერეს № 1 საბავშვო-ბაღში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, დეტალურად გაეცნენ ქ.თეთრწყაროში გორგასლის, კრწანისის და ჯავახიშვილის ქუჩებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
აღსანიშნავია, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5389
 
 
 
სიახლეები
ოქტ 29 ხუთ 2026
1205
ივლ 02 ხუთ 2026
3922
იან 00
4601
 

2026 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
 
სიახლეები
ოქტ 29 ხუთ 2026
1205