თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ქ. თეთრიწყაროს სამედიცინო ცენტრში ახალი განყოფილებები გაიხსნება
13 ნოემ 2015
 

2015 წლის 17 ნოემბრიდან ქ. თეთრიწყაროში მდებარე სამედიცინო ცენტრში ფუნციონირებას დაიწყებს თერაპიული სტაციონარი. პაციენტების მომსახურების დონის სრულყოფის მიზნით, დაწყებულია სამედიცინო პერსონალის ტრენინგი.

მიმდინარე წელს დაგეგმილია ოფთალმოლოგიური სამსახურის ამუშავება, რის შემდგომ, ულტრათანამედროვე დონეზე ჩატარდება უნაკერო მცირე ოპერაციები (კატარაქტა).
დაგეგმილია წლის ბოლომდე სტაციონარული ქირურგიული სამსახურის ამუშავებაც.
ამჟამად, სამედიცინო აპარატურის თვალსაზრისით კლინიკის სრული რეაბილიტაცია დასრულებულია. მუშაობს ამბულატორიული და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისი, თუმცა ამ უკანასკნელის სრულყოფისათვის მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, რომელიც დასრულდება ერთი კვირის ვადაში.
ქ. თეთრიწყაროში მდებარე სამედიცინო ცენტრის გამოსყიდვა მოხდა 2015 წლის აპრილის ბოლოს, კერძო კომპანიისგან. გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მათ ევალებოდათ ინფრასტრუქტურის, არსებულ სანებართვო პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა, რისთვისაც მიცემულ იქნა 4 თვიანი ვადა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5082
 
 
 
სიახლეები
ოქტ 29 ხუთ 2026
1205
ივლ 02 ხუთ 2026
3922
იან 00
4601
 

2026 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
 
სიახლეები
ოქტ 29 ხუთ 2026
1205