თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

უფასო ოფთალმოლოგიური ოპერაცები თეთრიწყაროში
13 ნოემ 2015
 

2015 წლის 28 სექტემბერს, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პაატა ხიზანაშვილის ინიციატივით და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ წიკლაურის მხარდაჭერით, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ქ. თეთრწყაროს სტუმრობდა ჯავრიშვილის თვალის კლინიკა „ოფთალმიჯი“ (ექიმი ოფთალმოლოგი ნიკა მამასახლისი).

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას უფასოდ ჩაუტარდა მაღალი ხარისხის ოფთალმოლოგიური გამოკვლევები და მოხდა შემდეგი სახის დიაგნოსტიკა: ვიზომეტრია - მხედველობის შემოწმება, სათვალის შერჩევა, ბიომიკროსკოპია, თვალის ფსკერის გამოკვლევა, პანომეტრია. 
12-13 ნოემბერს ქ. თეთრიწყაროში გამოკვლევების შედეგად შერჩეულ თვალის (კატარაქტის) ოპერაციის საჭიროების მქონე 27 პაციენტს, 
ჩაუტარდა კატარაქტის უფასო ოპერაცია. სამედიცინო ხარჯების ნაწილი დაიფარა საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში, ხოლო ის თანხა, რაც პაციენტს უნდა გადაეხადა, სრულად აანაზღაურა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობამ. 
მუნიციპალიტეტის გამგეობა მადლიერებას გამოხატავს ჯავრიშვილის თვალის კლინიკა „ოფთალმიჯი“-ს ხელმძღვანელობის და მედპერსონალის მიერ გამოჩენილი გულისხმიერებისათვის.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 6849
 
 
 
სიახლეები
ოქტ 29 ხუთ 2026
1205
ივლ 02 ხუთ 2026
3922
იან 00
4601
 

2026 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
 
სიახლეები
ოქტ 29 ხუთ 2026
1205