თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

„C“ ჰეპატიტის უფასო სკრინინგი ქ. თეთრიწყაროში
18 ნოემ 2015
 

„C“ ჰეპატიტის ელიმინაცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური და ადგილობრივი სამსახურების ძალისხმევით და მხარდაჭერით, წარმატებით განხორციელდა მოსახლეობის სეროპრევალენტური პოპულაციური კვლევა და ასევე წარმატებული იყო „C“ ჰეპატიტზე სკრინინგის ღონისძიებები.
„C“ ჰეპატიტის ადრეული დიაგნოსტიკისა და მასთან ბრძოლის შემდგომი სტრატეგიის განსაზღვრისათვის, მიმდინარე წლის 18 ნოემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს სამედიცინო მობილური ჯგუფი ეწვია და „C“ ჰეპატიტის უფასო სკრინინგი ჩაატარა. ნებისმიერ მსურველს საშუალება ჰქონდა ადგილზე ჩაეტარებინა გამოკვლევა (ტესტირება) და მიეღო ექიმის კონსულტაცია.
მსგავსი აქციის განხორციელება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მომავალშიც არის დაგეგმილი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5108
 
 
 
სიახლეები
ოქტ 29 ხუთ 2026
1203
ივლ 02 ხუთ 2026
3921
იან 00
4599
 

2026 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
 
სიახლეები
ოქტ 29 ხუთ 2026
1203