თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

პროექტი „სტუდენტები თვითმმართველობისათვის“
27 ნოემ 2015
 

მიმდინარე წლის 26 ნოემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროექტის „სტუდენტები თვითმმართველობისათვის“ ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებული კვლევის შედეგების შემაჯამებელი პრეზენტაცია.

აღიშნული პროექტი შეიმუშავა და განახორციელა არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“-მ , რომელიც მიზანად ისახავდა : 
სტუდენტების ჩართვას სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესში და მათი ჩართულობის ხელშეწყობით ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების მხარდაჭერას, თვითმმართველობის საკითხებში ახალგაზრდა პროფესიონალების მომზადებას. ამ მიზნის მისაღწევად გათვალისწინებული იყო: სტუდენტების მიერ მუნიციპალიტეტებში საჭიროებების შესწავლა/ანალიზი, მუნიციპალიტეტების განვითარების გეგმის და ადგილობრივი ბიუჯეტის ალტერნატიული პროექტების შემუშავება, სტუდენტთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, თვითმმართველობის არსის და ადგილობრივი საბიუჯეტო პროცესის გაცნობა.
პროექტის ფარგლებში 2015 წლის თებერვალში საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის "ქართული უნივერსიტეტი"-ს სტუდენტების მიერ, მუნიციპალიტეტის 21 დასახლებულ პუნქტში ჩატარდა მოსახლეობის პრობლემების და საჭიროებების შესწავლა ,რომლის საფუძველზე მომზადდა ანალიტიკური დოკუმენტი „მუნიციპალიტეტის პრობლემები და საჭიეროებები“ და კონცეპტუალური დოკუმენტი „მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვა“, სადაც ასახულია გამოვლენილი პრობლემების დაძლევის გზები და მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5047
 
 
 
სიახლეები
ოქტ 29 ხუთ 2026
1205
ივლ 02 ხუთ 2026
3922
იან 00
4601
 

2026 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
 
სიახლეები
ოქტ 29 ხუთ 2026
1205