თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საინფორმაციო შეხვედრა ნარჩენების მართვის შესახებ
24 დეკ 2015
 

24 დეკემბერს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში საქართველოს მკვლევართა კავშირის „ორქისის“ ინიციატივით, პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“-ს ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ნარჩენების მართვის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

პროექტის მიზანია, ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ადგილობრივი თვითმართველობების ინფორმირება და შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა ნარჩენების მართვის საკითხებზე, ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდების გაცნობა საერთაშორისო პრაქტიკის მაგალითზე.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებთ საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები ნარჩენების მართვის სფეროში. საუბარი შეეხო რეგიონებში საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის პერსპექტივებს, საქართველოში ნარჩენების მართვის საკანონმდებლო მოთხოვნებსა და გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებულ ეკოლოგიურ პრობლემებს.
აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლები. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4938
 
 
 
სიახლეები
ოქტ 29 ხუთ 2026
1205
ივლ 02 ხუთ 2026
3922
იან 00
4601
 

2026 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
 
სიახლეები
ოქტ 29 ხუთ 2026
1205