თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

უფასო სამედიცინო გამოკვლევები ირაგის ადმინისტრაციულ ერთეულში
29 დეკ 2015
 

„აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ერთ-ერთი გასვლითი ღონისძიება განხორციელდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ალექსეევკაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისათვის.

აქციაში მონაწილეობას იღებდნენ თბილისის წამყვანი კლინიკების მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, აგრეთვე, აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების წამყვანი ექიმ - სპეციალისტები. სამედიცინო ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ: ოჯახის ექიმი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, ულტრასონოგრაფიის აპარატურით აღჭურვილი სპეციალისტი, დერმატოლოგი. აქციის ფარგლებში სამედიცინო გამოკვლევა/დიაგნოსტიკა ჩაუტარდა 80-მდე ბენეფიციარს.
სამედიცინო აქციის მიმდინარეობას ესწრებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თენგიზ კვირტია, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ლია ზურებიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4886
 
 
 
სიახლეები
ოქტ 29 ხუთ 2026
1205
ივლ 02 ხუთ 2026
3922
იან 00
4601
 

2026 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
 
სიახლეები
ოქტ 29 ხუთ 2026
1205