თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სამუშაო შეხვედრა გამგეობაში
20 იან 2016
 

დღეს,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში გამგეობის ხელმძღვანელ პირებსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომაგენლებს შორის გაიმართა სამუშაო შეხვედრა.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში მუნიციპალიტეტის მიერ, ფიზიკური პირისთვის კანონით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერების, აღდგენის საკითხებზე და ფაქტობრივი ცხოვრების მონიტორინგის შესახებ, შემუშავებული ინსტრუქციის და რეკომენდაციების გაცნობა.
აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი - ბესიკ წიკლაური, გამგებლის პირველი მოადგილე - ერეკლე კუხიანიძე, სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის სამსახურის უფროსი - ვალერიან სუხიტაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები: მამუკა აბულაძე და კალენიკე ბურძენიძე.
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მთის განვითარების ეროვნული საბჭოს წარდგინებით, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა მაღალმთიან დასახლებათა ნუსხა, რომლის მიხედვით პირველ ეტაპზე 1582 დასახლებას მიენიჭა მაღალმთიანის სტატუსი, დასახლებათა ნუსხაში შევიდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 48 დასახლება. 
მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირი სარგებლობს კანონით დადგენილი სხვადასხვა სოციალური და საგადასახადო შეღავათებით.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5173
 
 
 
სიახლეები
ოქტ 29 ხუთ 2026
1205
ივლ 02 ხუთ 2026
3922
იან 00
4601
 

2026 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
 
სიახლეები
ოქტ 29 ხუთ 2026
1205