თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საავტომობილო გზის რეაბილიტაცია თეთრიწყაროში
22 იან 2016
 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მარნეული–თეთრიწყარო–წალკის საავტომობილო გზის 8 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს: გზის სავალი ნაწილის სრულად აღდგენას, მონაკვეთზე არსებული 2 ხიდის რეაბილიტაციასა და 1 ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობას. გზის გვერდულების, წყალგამტარი მილების, კიუვეტების, ადგილობრივ გზებთან მიერთებების საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების, გზის ჰორიზონტალური მონიშვნისა და საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოებს. 
ამ ეტაპზე, ასფალტ–ბეტონის საფარი დაგებულია 7,8 კილომეტრზე. საერთო ჯამში შესრულებულია სამუშაოების 68%. მიმდინარეობს ხელოვნური ნაგებობებისა და სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაციის სამუშაოები.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი ქალაქ თეთრიწყაროს გასასვლელთან იწყება და ჭივჭავის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ დუმანისთან სრულდება.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 4 მილიონ 990.6 ათას ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გზის მონაკვეთზე წლების განმავლობაში   დაზიანებული იყო გზის საფარი, რაც მნიშვნელოვნად აფერხებდა საავტომობილო გადაადგილებას, რეაბილიტაციის შედეგად, გაუმჯობესებული მიმოსვლით ისარგებლებს მიმდებარე სოფლების მოსახლეობა და დამსვენებლები.

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5572
 
 
 
სიახლეები
ოქტ 29 ხუთ 2026
1205
ივლ 02 ხუთ 2026
3922
იან 00
4601
 

2026 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
 
სიახლეები
ოქტ 29 ხუთ 2026
1205