თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

გერმანიის ელჩის ვიზიტი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში
29 იან 2016
 

28 იანვარს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში ა(ა)იპ „კოდის სათემო განათლების ცენტრ“-ს სტუმრად ეწვია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბეტინა კადენბახი.

შეხვედრის დროს DVV-International-მა წარმოადგინა პრეზენტაცია მათ მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო კურსებისა და პროგრამების შესახებ, რომელიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხრიდან ფინანსდება, ასევე აღინიშნა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადგომა მიმდინარე პროცესებში. 
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ წიკლაურმა გერმანიის ელჩთან ბეტინა კადენბახთან საუბრისას აღნიშნა ის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რომელსაც ახორციელებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მუნიციპალიტეტში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებისათვის და გამოთქვა მომავალშიც ურთიერთანამშრომლობის სურვილი.
ვიზიტის ფარგლებში ბეტინა კადენბახი, მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური და DVV-International-ის წარმომადგენლები შეხვდნენ მოსახლეობას და მოინახულეს იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლება. მოგვიანებით გერმანიის ელჩი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საზოგადოებრივ ცენტრს ესტუმრა, სადაც გაეცნო ცენტრის მუშაობას და ელექტრონული მმართველობის ძირითად პრინციპებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური, DVV-International-ის დირექტორი მატიას კლინგერბერგი, DVV-International-ის დირექტორი საქართველოში ლალი სანთელაძე, ა(ა)იპ „კოდის სათემო განათლების ცენტრის“დირექტორი მადონა ოქროპირიძე და საელჩოს წარმომადგენლები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4912
 
 
 
სიახლეები
ოქტ 29 ხუთ 2026
1205
ივლ 02 ხუთ 2026
3922
იან 00
4601
 

2026 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
 
სიახლეები
ოქტ 29 ხუთ 2026
1205