თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ინფრასტრუქტურული პროექტები
18 ივლ 2025
 
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ღოუბანში, 70 მოსწავლეზე გათვლილი, ახალი სკოლის, ხოლო სოფელ ორბეთსა და ვაშლოვანში, 75 აღსაზრდელზე გათვლილი, ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
სოფელ ღოუბანში თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად მოწყობილ სკოლას ექნება ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკლასო ოთახები და ლაბორატორია, რაც მოზარდებს პრაქტიკული ცოდნის მიღების შესაძლებლობას მისცემს. გათვალისწინებულია, ასევე, ბიბლიოთეკის, სპორტული დარბაზისა და ღია მოედნების მოწყობა. სოფელ ღოუბანის საჯარო სკოლა მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით შენდება. პროექტის ღირებულება 4.3 მილიონ ლარს შეადგენს.
სოფელ ორბეთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღის შენობაში მოეწყობა სკოლამდელი განათლების მისაღებად აუცილებელი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა. სასწავლო ოთახების გარდა, მოეწყობა საძინებლები, ადმინისტრაციული და სამზარეულოს ოთახები, შიდა და გარე სათამაშო სივრცეები და რეკრეაციული ზონა.
სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირქტორმა, ბექა ურუშაძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ნიკა კობახიძემ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი წიკლაურმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 7197
 
 
 
სიახლეები
ოქტ 29 ხუთ 2026
1203
ივლ 02 ხუთ 2026
3922
იან 00
4599
 

2026 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
 
სიახლეები
ოქტ 29 ხუთ 2026
1203