თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დიდგორობა 2025
12 აგვ 2025
 
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორის ველზე, სახალხო დღესასწაული „დიდგორობა 2025“ აღინიშნა.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, ლევან ხარაბაძე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი წიკლაური, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, მინისტრთა კაბინეტის წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები „დიდგორის ჯვრით” და უწყებრივი მედლებით დააჯილდოვა.
სახალხო დღესასწაულის ფარგლებში მოეწყო საგამოფენო და ბავშვთა გასართობი სივრცეები, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი კულტურული მემკვიდრეობის, სახალხო რეწვის, სიმღერისა და ცეკვის ნიმუშები წარმოადგინეს. ასევე, მოეწყო ქართული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი წვრთნა და სხვადასხვა სპორტული აქტივობა.
სახალხო დღესასწაულს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად მისი პირველი მოადგილე ილია ჯალაღანია, მოადგილეები- ნიკა კობახიძე და გიგა ნამიჭეიშვილი პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 7544
 
 
 
სიახლეები
ოქტ 29 ხუთ 2026
1203
ივლ 02 ხუთ 2026
3922
იან 00
4599
 

2026 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
 
სიახლეები
ოქტ 29 ხუთ 2026
1203