თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სკრინინგული კვლევები
14 მაი 2025
 
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, თეთრიწყაროში, 14-15 მაისს, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკრინინგული კვლევები ტარდება.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი წიკლაური მოადგილე ლია ზურებიანთან ერთად სამედიცინო პერსონალსა და კვლევების ჩასატარებლად ადგილზე მისულ მოქალაქეებს შეხვდა.
კვლევებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, სახელმწიფო პროგრამის ,,დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი" ფარგლებში ატარებს.
კვლევები მოიცავს:
✔️ძუძუს კიბოს სკრინინგს 40-70 წლის ჩათვლით ასაკის ქალებისთვის (მამოგრაფიული კვლევა);
✔️საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს 25-60 წლის ჩათვლით ასაკის ქალებისთვის;
✔️პროსტატის კიბოს სკრინინგს 50-70 წლის ასაკის მამაკაცებში (ტარდება პროსტატის ანტიგენის განსაზღვრა-PSA ვენური სისხლით);
✔️მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგს 50-70 წლის ჩათვლით ასაკის ორივე სქესის წარმომადგენლებისთვის (ტარდება მარტივი მეთოდით-FOBT ტესტი);
სკრინინგული კვლევებისთვის გამოყოფილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი მამომობილი.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 6315
 
 
 
სიახლეები
ოქტ 29 ხუთ 2026
1203
ივლ 02 ხუთ 2026
3922
იან 00
4600
 

2026 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
 
სიახლეები
ოქტ 29 ხუთ 2026
1203