თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა საინტეგრაციო დახმარება
30 ივლ 2015
 

30 ივლისს, ქვემო ქართლის რეგიონში, სოფლების მანგლისის და კოდის საზოგადოებრივ ცენტრებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ, სამინისტროს თანამშრომლებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად გამართა შეხვედრა მოსახლეობასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნლებთან „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა საინტეგრაციო დახმარების“ პროგრამის შესახებ.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნინო მესხი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ლია ზურებიანი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ბესარიონ ფაღავა, ჯანდაცვის და სოც უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვაჟა სულხანიშვილი და ჯანდაცვისა და სოც. უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი ვალერიან სუხიტაშვილი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო მხარდაჭერას 2011 წლიდან ახორციელებს ევროკავშირის დაფინანსებით, ხოლო პირველად 2015 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტში გამოიყო თანხა 400 000 ლარის ოდენობით, რომლის ფარგლებშიც სამინისტრო საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით განახორციელებს სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამას.პროგრამის მიზანია, ერთი მხრივდაბრუნებულ მიგრანტთა სამშობლოში ღირსეული რეინტეგრაციის ხელშეწყობა, მეორე მხრივ კი ამ მიმართულებით არასამთავრობო

ორგანიზაციების საქმიანობის გაძლიერება. აღნიშნული პროგრამა მოიცავს შემდეგი სახის სერვისებს:

• სამედიცინო დახმარება და მედიკამენტებით უზრუნველყოფა, ასევე ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია; 
• პროფესიული სწავლება; 
• სოციალური პროექტების დაფინანსება;
• ანაზღაურებადი სტაჟირება;
• იურიდიული დახმარება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5960
 
 
 
სიახლეები
ოქტ 29 ხუთ 2026
1199
ივლ 02 ხუთ 2026
3919
იან 00
4598
 

2026 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
 
სიახლეები
ოქტ 29 ხუთ 2026
1199