თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

4500-მდე ბენეფიციარი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
23 დეკ 2022
 
4500-მდე ბენეფიციარი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისსა და სოფელ ალგეთში წყალმომარაგების სამუშაოები მიმდინარეობს.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი წიკლაურთან და კომპანიის დირექტორთან ალექსანდრე თევდორაძესთან ერთად მიმდინარე წყალმომარაგების სამუშაოები ადგილზე მოინახულა.
ამ ეტაპზე, ფიზიკური სამუშაოების 60% უკვე შესრულებულია. პროექტი 2023 წლის მეორე კვარტალში დასრულდება, რის შედეგადაც, 4500-მდე ბენეფიციარი 24 საათიანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია: მაგისტრალური ქსელის, წყალმომარაგების ქსელის, რეზერვუარის, საქლორატოროსა და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია დაბა მანგლისსა და სოფელ ალგეთში 11 მლნ. ლარის ღირებულების სამუშაოებს აწარმოებს.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 7519
 
 
 
სიახლეები
ოქტ 29 ხუთ 2026
1203
ივლ 02 ხუთ 2026
3921
იან 00
4599
 

2026 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
 
სიახლეები
ოქტ 29 ხუთ 2026
1203