თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საქართველოს ვენახების კადასტრი
18 ნოემ 2022
 

საქართველოს ვენახების კადასტრი

 

საქართველოს ვენახების აღრიცხვის მიზნით, რომელიც გამიზნულია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების ხელშეწყობისათვის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და შიდა ქართლის მუნციპალიტეტებში მიმდინარეობს ვენახების და მევენახეების რეგისტრაცია, რომელსაც ახორციელებს ღვინის ეროვნული სააგენტო.

 

შესაბამისად, მევენახე ვალდებულია დაარეგისტრიროს თეთრყურძნიანი და წითელყურძნიანი ვაზის ჯიშებით გაშენებული ყველა ტიპის ვენახი.

 

საკადასტრო რეგისტრაცია შესაძლებელია ზემოთ მითითებული რეგიონების მუნიციპალიტეტებში გახსნილ სარეგისტრაციო უბნებზე.

 

ვენახების რეგისტრაცია უფასოა.

 

ვენახების კადასტრი გააჩნია ევროკავშირის წევრ ყველა მევენახე ქვეყანას. გამომდინარე აქედან, საქართველოს ვენახების კადასტრის პროგრამა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ევროპული გამოცდილებისკენ.

 

მევენახეებს გთხოვთ, მონაწილეობა მიიღოთ ვენახების აღრიცხვაში!

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 6808
 
 
 
სიახლეები
ოქტ 29 ხუთ 2026
1205
ივლ 02 ხუთ 2026
3922
იან 00
4601
 

2026 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
 
სიახლეები
ოქტ 29 ხუთ 2026
1205