თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში
23 სექ 2022
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი წიკლაური, „სათათბირო დემოკრატიის სამომავლო ხედვები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ“- საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო.
15 საპილოტე მუნიციპალიტეტს შორის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიც ერთერთია, რომელიც პროექტის - ,,მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით ითანამშრომლებს ევროპის საბჭოსთან.
კონფერენციის მონაწილეებმა საქართველოში არსებული სათათბირო დემოკრატიის პრაქტიკა განიხილეს. ასევე, იმსჯელეს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე სამოქალაქო ჩართულობის წარმატებულ გამოცდილებაზე, გამოწვევებსა და სამომავლო ხედვებზე.
პროექტი ხორცილდება საქართველოს ევროსაბჭოს 2020-2023 სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით
ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სამოქალაქო ჩართულობის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონკურსის ფარგლებში შერჩეულმა 15 სამიზნე მუნიციპალიტეტის მერმა, თეთრიწყაროს მერთან გიორგი წიკლაურთან ერთად, ევროპის საბჭოსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5290
 
 
 
სიახლეები
ოქტ 29 ხუთ 2026
1205
ივლ 02 ხუთ 2026
3922
იან 00
4601
 

2026 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
 
სიახლეები
ოქტ 29 ხუთ 2026
1205