თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გოლთეთში 210 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლა გაიხსნა.
15 სექ 2022
 
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გოლთეთში 210 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლა საზეიმოდ, ეროვნული ჰიმნის ფონზე გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლის გახსნას, მუნიციპალიტეტის მერი გიორგი წიკლაური რესურსცენტრის უფროსთან ზურაბ აზარიაშვილთან ერთად დაესწრო და მოსწავლეებს პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება და განახლებულ სკოლის შენობაში სწავლის გაგრძელება პირადად მიულოცა.
აღნიშნული სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური ფონდის მიერ განხორციელდა.
პროექტის მიხედვით მოეწყო საკლასო ოთახები, მრავალფუნქციური ლაბორატორიული ოთახი, სველი წერტილები, პანდუსები, ლიფტი, გასახდელები, დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენის და საკანალიზაციო სისტემები, ასევე კეთილმოეწყო ეზოს ტერიტორია.
აღსანიშნავია, რომ სკოლა გათვლილია 210 მოსწავლეზე და სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
აღნიშნული პროექტის ღირებულება 2 516 486.77 ლარს შეადგენს.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი წიკლაური ქალაქ თეთრიწყაროს N2 და ეთნიკურად აზერბაიჯანული სოფლის, ქოსალარის საჯარო სკოლაშიც იმყოფებოდა.
ახალი სასწავლო წლის დაწყებას მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოქმედ საჯარო სკოლებში სოფლის რწმუნებულები და მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 5902
 
 
 
სიახლეები
ოქტ 29 ხუთ 2026
1205
ივლ 02 ხუთ 2026
3922
იან 00
4601
 

2026 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
 
სიახლეები
ოქტ 29 ხუთ 2026
1205