თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გზამკვლევი დოკუმენტის პრეზენტაცია
05 სექ 2022
 
თანამედროვე აგრო რეგიონის ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გზამკვლევი დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის, ევროკავშირისა და UNDP - ის მხარდაჭერით ხორციელდება.
საპილოტე პროექტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით.
სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ევროკავშირის მხარდაჭერით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისთვის განვითარების კონცეფცია და რეკომენდაციები შემუშავდა, რომელიც აგრო და აგროტურიზმის მიმართულებით თეთრიწყაროს ძლიერი მხარეების, სტრატეგიული და პრიორიტეტული სასოფლო-სამეურნეო წარმოებების გამოკვეთას გულისხმობს. გზამკვლევი გახდება დასაყრდენი დოკუმენტი აღნიშნული სფეროების სწორი განვითარებისთვის.
პრეზენტაციას საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, რწმუნებულის მოადგილე ნიკა კობახიძე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი წიკლაური, სამუშაო ჯგუფის წევრი დეპუტატები, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები ასევე, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 4984
 
 
 
სიახლეები
ოქტ 29 ხუთ 2026
1205
ივლ 02 ხუთ 2026
3922
იან 00
4601
 

2026 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
 
სიახლეები
ოქტ 29 ხუთ 2026
1205