თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების სოციალური პროგრამა
01 სექ 2022
 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მოქმედებს სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების სოციალური პროგრამა, რომელსაც ყოველი სასწავლო წლისთვის, სამინისტროს წარდგინებით, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 2022 წლის 9 აგვისტოს №419 დადგენილებით განისაზღვრა "უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობა და პირობები რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე". 

 მთავრობის დადგენილება ითვალისწინებს გარკვეული კატეგორიის სტუდენტების: მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მქონე სკოლის კურსდამთავრებულების; ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირების; აზერბაიჯანულენოვანი/სომხურენოვანი სკოლის კურსდამთავრებულების; ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის სკოლადამთავრებულების; ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა და მკვეთრად/მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანების ან მათი შვილების; ობოლი (უდედმამო); მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილით); სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი; შეზღუდული შესაძლებლობის; აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირების და სოციალურად დაუცველი (ოჯახის სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70000-ზე) - დაფინანსებას სახელმწიფო სასწავლო გრანტით. 

 აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით, განაცხადები მიიღება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში 2022 წლის 12 სექტემბრიდან 30 სექტემბრის 18:00 საათამდე http://socreg.mes.gov.ge პორტალზე რეგისტრაციით. ელექტრონული რეგისტრაციის პორტალზე გადასვლა შესაძლებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდიდან.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5090
 
 
 
სიახლეები
ოქტ 29 ხუთ 2026
1205
ივლ 02 ხუთ 2026
3922
იან 00
4601
 

2026 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
 
სიახლეები
ოქტ 29 ხუთ 2026
1205