თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დიდგორობის სახალხო დღესასწაული 2022
12 აგვ 2022
 
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიდგორობის სახალხო დღესასწაულს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი დოხტურიშვილთან და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი წიკლაურთან ერთად დაესწრო.
დიდგორის ბრძოლას ქართველთა მრავალსაუკუნოვან ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია.
ქართველი ერი ყოველთვის მოწიწებით იხსენიებს დიდგორის გმირებს, სათანადო პატივს მიაგებს სამშობლოსათვის დაღუპული მამულიშვილების ხსოვნას და ყოველ წელს ზეიმობს დიდგორობას.
ტრადიციულად, წელსაც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დიდგორობის სადღესასწაულო ღონისძიება დატვირთული იყო სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებებით. საზოგადოების წინაშე წარმოდგენილნი იყვნენ სოლოშემსრულებლები და სახელმწიფო ანსამბლები.
ღონისძიების ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საომარი და საბრძოლო მოქმედებების დროს გაბედული მოქმედებებისათვის, ლიდერის თვისებებისა და თანამებრძოლის სიცოცხლის გადარჩენისთვის გამოჩენილი სიმამაცისთვის, მედალი „დიდგორის ჯვარი“გადასცა:
პოლკოვნიკ - ოთარ დოლიძეს;
მასტერ სერჟანტს - გენრი სიმსივეს;
სერჟანტ - ალექსანდრე ქოთოლაშვილს.
ღონისძიებას, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 4399
 
 
 
სიახლეები
ოქტ 29 ხუთ 2026
1205
ივლ 02 ხუთ 2026
3922
იან 00
4601
 

2026 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
 
სიახლეები
ოქტ 29 ხუთ 2026
1205