თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

,,ტურიზმი - რეგიონის მდგრადი განვითარების ფაქტორი".
04 აგვ 2022
 
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის სამსახურის ორგანიზებით, ქვემო ქართლში სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და ტურიზმის დარგში ექსპერტების ჩართულობით, მუნიციოალიტეტში შედგა საინფორმაციო ტური და სამუშაო შეხვედრა თემაზე ,,ტურიზმი - რეგიონის მდგრადი განვითარების ფაქტორი".
საინფორმაციო ტურის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ექსპერტებმა მოინახულეს სოფელ ასურეთში საოჯახო ღვინის მარანი, (ვასო პაპას მარანი) შეაფასეს სოფელი გოხნარისა და ახალსოფლის ტურისტული პოტენციალი, სადაც მოინახულეს ეკლესია და სამარხები.
დაბა მანგლისში გაიხსნა სასტუმრო ,,ქრაუნ მანგლისი", რომლის საზეიმო გახსნას თეთრიწყაროს მუნიციპსლიტეტის მერი გიორგი წიკლაური და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძე ესწრებოდნენ.
დღის ბოლოს შედგა შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა ალგეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრში. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია თუ როგორ უნდა გაიზარდოს მუნიციპალიტეტში, ვიზიტორთა რაოდენობა, ტურისტული ბიზნესის პოტენციალი, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. ასევე ტურიზმის დარგში ექსპერტების მიერ გაიცა რეკომენდაციები და განიხილეს უმაღლეს სასწავლებლებთან გასაფორმებელი მემორანდუმის თემები.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 4510
 
 
 
სიახლეები
ოქტ 29 ხუთ 2026
1205
ივლ 02 ხუთ 2026
3922
იან 00
4601
 

2026 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
 
სიახლეები
ოქტ 29 ხუთ 2026
1205