თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

წვევამდელთა გაწვევა
20 მარ 2025
 
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი წიკლაური და სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების, თეთრიწყაროს მუნიციპალური განყოფილების უფროსი, ზურაბ როსტიაშვილი, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად მუნიციპალიტეტიდან შერჩეულ 8 ახალგაზრდას შეხვდნენ.
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით დარეგისტრირებულ ახალგაზრდას ნიკოლოზ ჩიტუაშვილს, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების, თეთრიწყაროს მუნიციპალური განყოფილების უფროსმა, ზურაბ როსტიაშვილმა სიმბოლურად, წახალისების მიზნით, მეფე ერეკლე II-ის გამოსახულებით კოინი გადასცა.
პირველ ეტაპზე ახალგაზრდები გაივლიან საწყისი საბრძოლო მზადების კურსს (BCT).
საქართველოს თავდაცვის კოდექსის თანახმად, 2025 წლიდან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად წვევამდელთა შერჩევა განხორციელდება ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე;
წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში;
წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადები და ანაზღაურება:
საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისთვის − 6 თვის ვადით - 765 ლარის ოდენობით;
საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისთვის − 8 თვის ვადით - 635 ლარის ოდენობით;
უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე და წინასწარ განსაზღვრული სპეციალობით სამსახურისთვის − 11 თვის ვადით სერჟანტებისთვის - 1275 ლარის, ხოლო ოფიცრებისთვის - 1530 ლარის ოდენობით.
11-თვიანი სამსახურის დასრულების შემდეგ, აღნიშნული პირები ჩაირიცხებიან რეზერვში.
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით, საკუთარი სურვილით გაწვეულ პირს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში დაწესებული ანაზღაურება მიეცემა 30 პროცენტით მეტი ოდენობით.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი წიკლაურმა, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების თეთრიწყაროს მუნიციპალური განყოფილების უფროსმა ზურაბ როსტიაშვილმა და წვევამდელთა ოჯახის წევრებმა, ახალგაზრდები ეროვნულ სამხედრო სამსახურში გააცილეს და მშვიდობით დაბრუნება უსურვეს.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3295
 
 
 
სიახლეები
იან 00
928
ივლ 02 ოთხ 2025
3216
ივნ 27 პარ 2025
3116
აგვ 12 სამ 2025
3358
ივლ 01 ორშ 2024
6082
 

2026 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
 
სიახლეები
იან 00
928
ნოემ 27 ხუთ 2025
1244