თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სკოპინგის ანგარიშის ონლაინ საჯარო განხილვა არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიქეტის მშენებლობის შესახებ
21 დეკ 2020
 

“ქვემო ქართლის ნარჩენების მართვის“ პროექტის ფარგლებში ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, რეგიონული, არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიქეტის მშენებლობის შესახებ, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ პროექტის სკოპინგის ანგარიშის ონლაინ საჯარო განხილვა გაიმართა.

პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში სხვადასხვა პერიოდში მოქმედებს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, 2020 წლის 18 სექტემბერს ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში განხორციელდა ცვლილება (https://matsne.gov.ge/document/view/4994730?publication=0), რომელიც ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პანდემიის/ეპიდემიის დროს, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საჯარო განხილვის დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების შესაძლებლობას.

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ. ლინკები - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/29289 ).

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5922
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
იან 00
1709
ივლ 02 ოთხ 2025
4040
ივნ 27 პარ 2025
3950
აგვ 12 სამ 2025
4247
ივლ 01 ორშ 2024
6883
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
იან 00
1709