თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველის ვიზიტი თეთრიწყაროში
08 ნოემ 2020
 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილმა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ააიპ თეთრიწყაროს სოციალურად დაუცველთა სასადილოს ბენეფიციარებს პირბადეები გადასცეს და  აუცილებელ რეკომენდაციებზე ინფორმაცია მიაწოდეს.

პრემიერის მრჩეველმა ასევე შეხვედრა გამართა თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებთან და ადგილობრივ ახალგაზრდებთან.მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს პანდემიის დროს ადამიანის უფლებების დაცვაზე და ახალგაზრდების როლზე ამ პროცესში, ასევე  განიხილეს ის ღონისძიებები, რაც სახელმწიფომ პანდემიის დროს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით გაატარა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრისას ახალგაზრდებმა გამოთქვეს იდეები სამომავლოდ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.

საქართველოს მთავრობა, პარტნიორებთან ერთად, მოწყვლადი ჯგუფებითვის პირბადეებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და „კოვიდ-19“-ის პრევენციასთან დაკავშირებით აუცილებელ რეკომენდაციებზე მათ ინფორმირებას აქტიურად განაგრძობს.

 

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4773
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
 

2025 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები

 

Loading...