თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სოფელ დიდგორის საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
29 ოქტ 2020
 

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელი დიდგორის  საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა.

პროექტის მიხედვით შენობაში  მოეწყობა:საკლასო ოთახები,  მრავალფუნქციური ლაბორატორიული ოთახი, სველი წერტილები, პანდუსები, ლიფტი, გასახდელები, დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენის და საკანალიზაციო სისტემები, ასევე კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორია.

აღსანიშნავია, რომ სკოლა გათვლილი იქნება 308  მოსწავლეზე და სრულად იქნება  ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

აღნიშნული პროექტის სავარაუდო ღირებულება 2`684`775 ლარს შეადგენს.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე:

http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=372402&lang=ge

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5759
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
იან 00
1709
ივლ 02 ოთხ 2025
4040
ივნ 27 პარ 2025
3950
აგვ 12 სამ 2025
4247
ივლ 01 ორშ 2024
6883
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
იან 00
1709