თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დაბა მანგლისში გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს
28 ოქტ 2020
 

დაბა მანგლისში გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების განხორციელება  აქტიურად მიმდინარეობს.

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ, მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, პროექტის მიხედვით აშენდება 34 150 გრძივი მეტრის მკვებავი და მოეწყობა 48 273 გრძივი მეტრი გაზსადენის ქსელი. (დაბა მანგლისში უკვე მოწყობილია გაზსადენის ქსელი, მიმდინარეობს მკვებავის მოწყობა) მანგლისში მცხოვრებ 1 558 აბონენტს საშუალება მიეცემა ისარგებლოს ბუნებრივი აირით. სამუშაოების სახელშეკრულებო  ღირებულება 11 მილიონ 500 ათას ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას წლების განმავლობაში ბუნებრივი აირის არ არსებობა წარმოადგენდა. ბუნებრივი აირით მომარაგება ხელს შეუწყობს დაბა მანგლისის როგორც ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კურორტის განვითარებას და აქტიურ ტურისტულ ზონად გადაქცევას. სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და დასრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 2021 წლის 10 მაისს.

ამასთანავე, საქართველოს მთავრობის №791 განკარგულების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების ხელშეწყობისათვის 2019-2021 წლებში გათვალისწინებულია სოფლების: ჩხიკვთა, ჭივჭავი, მაწევანი, ტბისი, გოლთეთი, აბელიანი, დაღეთი, ასურეთის აგარაკები, ზემო წყლულეთი გაზიფიცირებისათვის საჭირო  წინასაპროექტო კვლევების განხორციელება.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: http://gov.ge/files/71126_71126_883103_524_71126_308426_791.pdf

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4563
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1519
იან 14 კვ 2024
2022
იან 07 შბ 2023
4353
ოქტ 24 ორშ 2022
3779
 

2025 იანვარი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები