თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ქალაქ თეთრიწყაროს მეორე საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
19 ოქტ 2020
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, ქალაქ თეთრიწყაროს მეორე საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია არსებული საპირფარეშოების,სამზარეულოს, სასადილო ოთახებისა და პანდუსის მოწყობა/რეაბილიტაცია.

შედეგად 70-მდე აღსაზრდელი განახლებულ გარემოში გააგრძელებს სკოლამდელი განათლების მიღებას.

ადგილობრივი მოსახლეობისთვის შესაბამისი სტანდარტების, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

სამუშაოები მიმდინარე წლის  18 სექტემბერს დაიწყო და დასრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 4 ნოემბერს.

პროექტის ჯამური ღირებულება ხელშეკრულების მიხედვით 135 808,84 ლარს შეადგენს.სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ინ.გრუპი“.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4417
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
იან 00
1709
ივლ 02 ოთხ 2025
4040
ივნ 27 პარ 2025
3950
აგვ 12 სამ 2025
4247
ივლ 01 ორშ 2024
6883
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
იან 00
1709