თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სოფელ საღრაშენში ახალი სკოლის მშენებლობა დასრულდა
08 სექ 2020
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საღრაშენში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სკოლის მშენებლობა დასრულდა.

15 სექტემბერს საღრაშენის სკოლის მოსწავლეები სწავლას ახალ გარემოში დაიწყებენ.

აღსანიშნავია, რომ ახალი სკოლა 60 ბავშვზეა გათვლილი და სრულადაა ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის.

პროექტის ფარგლებში შენობაში მოეწყო: საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედანი და კეთილმოეწყო ეზოს ტერიტორია.

ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.

პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერაა დაფინანსებული და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 1 043 120 ლარს შეადგენს.

 

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5054
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
946
იან 00
2297
ივლ 02 ოთხ 2025
4687
ივნ 27 პარ 2025
4536
აგვ 12 სამ 2025
4886
 

2026 ივლისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
946