თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551 24 52 94 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მუნიციპალური თამაშები 2020
04 სექ 2020
 

თეთრიწყარო 2: 0 ხაიში

საფეხბურთო ჩემპიონატის ,,მოყვარულთა თასი 2020“-ის ფარგლებში, ქალაქ თეთრიწყაროში, გარისის მოედანზე გამართულ საფეხბურთო ტურნირზე გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა, რომელიც რეგიონალურ შეჯიბრში „11:11-ზე მოყვარულთა ლიგა“ იასპარეზებს.

საფეხბურთო თამაშები იმართება ,,მოყვარულთა თასი 2020“ -ის სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდთან და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია ხელს უწყობს ახალგაზრდა თაობებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის პოპულარიზაციას.

ჩემპიონატს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვაჟა სულხანიშვილი და ააიპ „თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის“ თანამშრომლები ესწრებოდნენ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3497
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
იან 14 კვ 2024
977
იან 07 შბ 2023
3189
ოქტ 24 ორშ 2022
2923
ოქტ 07 პარ 2022
3224
ოქტ 11 სამ 2022
2766
 

2024 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
 
სიახლეები